ფეხბურთი

13:58 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოლი გაჩერებულ მეტოქესთან - მექსიკაში უცნაური გოლი გაიტანეს (+VIDEO)

მექსიკის ჩემპიონატში „ვერაკრუზმა“ „ტიგრესს“ უმასპინძლა და ეს თამაში ყურადღების ცენტრში მოექცა. საქმე ისაა , რომ მასპინძელთა გუნდში დიდი ხანია ფინანსური პრობლემებია და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს პროტესტი ორიგინალური ფორმით გამოეხატათ.

„ვერაკრუზის“ მოთამაშეებმა მატჩის დაწყებისთანავე უარი განაცხადეს თამაშზე და საწყისი სამი წუთი განზრახ შეჩერნდნენ. მიუხედავად საპროტესტო ფორმისა, „ტიგრესმა“ ამით ისარგებლა და მე-2 წუთზე ედუ ვარგასმა შორეული დარტყმით გაიტანა (მეკარეს ბურთის მოგერიება არც უცდია).

„ტიგრესმა“ მე-5 და მე-8 წუთებზე პიერ-ანდრე ჟინიაკისა და ისევ ვარგასის გოლებით სერიოზული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ 3:1 მოიგო.

„ტიგრესის“ ფეხბურთელების ქმედებით იმედგაცრუებული დარჩა „ვერაკრუზის“ კაპიტანი კარლოს სალსიდო:

„სამწუხაროდ, მოგვატყუეს. მათ იცოდნენ, რომ სამი წუთი პროტესტის ნიშნად გავჩერდებოდით. ეს სამწუხაროა. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ, ყველამ გულით უნდა იზრუნოს ამ თემაზე, მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა“, - თქვა სალსიდომ.

„ვერაკრუზი“ მექსიკის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 4 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება.

0.118141