ფეხბურთი

23:35 | 18.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" გრინვუდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების 18 წლის თავდამსხმელმა მეისონ გრინვუდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და "წითელი ეშმაკების" მაისურით 2023 წლამდე ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გრინვუდი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია. მაისში "კარდიფთან" დაპირისპირებაში მეისონი პრემიერლიგაში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელი პირველ გუნდში ოფიციალურად დააწინაურეს და ცხრა დაპირისპირებაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

0.105845