ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუს ჰიდინკმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც ევროპის 2016 წლის შესარჩევი ციკლის ორი უახლოესი შეხვედრისთვის იქნებიან “ნარინჯისფერთა” განკარგულებაში.
ჰიდინკის რჩეულთა 25-კაციანი სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: სილესენი (“აიაქსი”), კრული (“ნიუკასლი”), ძოეტი (პსვ);
მცველები: დე ვრეი (“ლაციო), ბლინდი (“მანჩესტერ იუნაიტედი), ველტმანი (“აიაქსი”), ბრუმა (პსვ), პიტერსი (“სტოკი”), ვან დიკი (“სელტიკი”), ინდი (“პორტო”), ვან დერ ვილი (პსჟ), ჯანმაატი (“ნიუკასლი”);
ნახევარმცველები: დე იონგი (“მილანი”), კლასი (“ფეიენოორდი”), ვეინალდუმი (პსვ), ფერი (ქპრ), სნეიდერი (“გალათასარაი”), კლაასენი (“აიაქსი”), აფელაი (“ოლიმპიაკოსი”);
თავდამსხმელები: პრომესი (“სპარტაკი”), ნარსინგი (პსვ), ჰუნტელაარი (“შალკე”), ლენსი (“დინამო”), ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), რობენი (“ბაიერნი”).
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები 10 ოქტომბერს ყაზახეთს მიიღებს შინ, ხოლო 13-ში ისლანდიას შეხვდება გასვლაზე.