ფეხბურთი

0:24 | 17.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" წლიურმა ზარალმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია

იტალიურმა „მილანმა“ წლიური ბრუნვა წარმოადგინა, რომელიც დაადასტურა, რომ კლუბის ზარალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 145.9 მილიონი ევრო შეადგინა.

ეს 20 მილიონი მეტია, ვიდრე შარშან იყო და თანაც, „როსონერის“ ისტორიაში ანტირეკორდია.

კლუბის მთლიანი ბრუნვა 5.1%-ით გაიზარდა, მაგრამ სპონსორების შემოსავალი 6.7 მილიონი ევროთი შემცირდა. გარდა ამისა, შემცირებულია ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის რაოდენობა, ხოლო ძირითადი ზარალი სატრანსფერო პოლიტიკის შედეგად აისახა, ფეხბურთელების გაყიდვა-ყიდვით.

მიუხედავად მძიმე ფინანსური ვითარებისა, კლუბის ხელმძღვანელობა ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ახალი მფლობელები ზარალის ანაზღაურებას მოახდენენ.

თეგებიმილანი
0.125188