ფეხბურთი

21:15 | 16.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდი გინესის რეკორდების წიგნში

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ეს პატივი გასულ სეზონში პრემიერლიგაში შესრულებული 12 საგოლე პასით (29 თამაშში) დაიმსახურა, რაც მცველისთვის რეკორდია.

„ჩემთვის ეს დიდი პატივია. ყოველთვის მინდოდა გუნდის დახმარება და საგოლე მომენტების შექმნა. რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელები ვალდებულნი არიან პასის შემდეგ გოლი გაიტანონ, რადგან ფეხბურთი გუნდური სპორტია. მათი და მწვრთნელის დახმარების გარეშე ამ რეკორდს ვერ დავამყარებდი. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გინესის წიგნში მოხვედრა საამაყოა“, - თქვა ალექსანდერ-არნოლდმა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა განაპირა მცველმა თანაგუნდელ ენდრიუ რობერტსონს ერთი საგოლე პასით აჯობა.

0.114389