საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა. 45 წუთში ძირითადად თანაბარი თამაში მიდიოდა, საგოლე მომენტები კი თითქმის არ შექმნილა.
ვლადიმირ ვაისის გუნდს მეტოქისთვის არაფერი დაუთმია და რიგ ეპიზოდებში უეკთეს ფეხბურთსაც აჩვენებდა, თუმცა მთლიანობაში უგოლო ფრე ლოგიკური შედეგია.
ყველაზე რეალური შანსი მაინც სტუმრებს ჰქონდათ - მესამე წუთზე სტანდარტულის შემდეგ შეინ დაფი თავით ურტყამდა და გიორგი ლორიას კარი ძელმა იხსნა.
შედეგად, ნულოვანი ფრე და შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში განახლდება.