შვეიცარიელმა გენიოსმა, როჯერ ფედერერმა, შანხაის მასტერს - 1000 -ის ტურნირზე, სადაც მეორე ნომრად იყო განთესილი, ნახევაფინალში გასვლა ვერ შეძლო. მან გერმანელ ალეკსანდრ ზვერევთან 3:6, 7:6 (9:7), 3:6 წააგო. მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა.
დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულს არცერთი ორმაგი შეცდომა დაუშვია და 3 ბრეიქ-პოინტიდან 2 გამოიყენა. ზვერევის ანგარიშზე 17 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიქია. გერმანელმა გამარჯვებას მეექვსე მატჩბოლიდან მიაღია.
ფინალში გასასვლელად, ზვერევი დომინიკ ტიმისა (ავსტრია, 4) და მატეო ბერეტინის (იტალია, 11) შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.