ინგლისის ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ "არსენალის" შემტევი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სექტემბერში შემტევმა ოთხ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი ობამეიანგმა "არსენალის" მაისურით 10 შეხვედრა ჩაატარა და 8-ჯერ მეტოქე გუნდის მეკარე დაამწუხრა.
"არსენალი" 15 ქულით პრემიმერლგიაში მესამე ადგილზეა.