მასტერსის ტურნირებზე მოგებული თამაშის რაოდენობით როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. ორივე ჩოგბურთელს 381-181 მოგება დაუგროვდათ.
შანხაის მასტერსის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა დავიდ გოფინი 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე როჯერმა 9:7 მოიგო. მეორე პარტიაში 3:3-ზე შვეიცარიელმა ბრეიკი შეასრულა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
მომდევნო ეტაპზე როჯერი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.
მასტერსის ტურნიებზე მოგებული მატჩების რაოდენობით ნოვაკ ჯოკოვიჩი (350) მესამეა.