„დინამო თბილისმა“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა გამართა. ქართული გუნდი ესპანეთში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ „ტერასას“ დაუპირისპირდა და საბოლოოდ მარცხი განიცადა.
პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. თავდაპირველად ფაბიო ბარალდინ თბილისელები დააწინაურა, რასაც მასპინძლებმა მალევე უპასუხეს შედეგიანი შეტევით. შეიძლება ითქვას, რომ უმეტესაც მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ესპანელებმა უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგეს და სწორედ ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.
სხვა მხრივ, მეორე ნახევარში „დინამოს“ არაფერი დაუთმია მეტოქისთვის, მესამე პერიოდი თავად მოიგო (1:0), ხოლო მეოთხე მინიმალური სხვაობით წააგო (1:2).
რევაზ ჩომახიძის გუნდის რიგებში გოლები ფაბიო ბარალდიმ (დუბლი), ზურაბ რურუამ, ბორის ვაპენსკიმ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.
„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩს 19 ოქტომბერს, სტუმრად ხორვატიაში, „მლადოსტთან“ ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ ქართველი წყალბურთელები B ჯგუფში თამაშობენ, რომელიც 8 გუნდითაა დაკომპლექტებული და მომდევნო ეტაპზე ოთხი საუკეთესო გავა.
„ტერასა“ – „დინამო“ 9:5 (1:1, 6:2, 0:1, 2:1)
გოლები: 0:1 ბარალდი (06:33), 1:1 მორა (05:24), 2:1 კარნე (07:35), 2:2 ბარალდი (06:12), 3:2 გუტიერესი (05:49), 4:2 მორა (05:11), 5:2 მორა (03:44), 5:3 რურუა (03:12), 6:3 ბაროსო (01:14), 7:3 კარნე (00:24), 7:4 ვაპენსკი (02:13), 8:4 ბაროსო (07:14), 8:5 ცრეპულია (04:00), 9:5 კარნე (03:46)