საქართველოს ოთხგზის ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოში“ მეტად მძიმე ვითარებაა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კლუბში და ბაზაზე არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.
„ტორპედოში“ უკვე კარგა ხანია მწვავე ფინანსური კრიზისია, რის გამოც ზაფხულში გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. თუმცა, ვითარება დღემდე არ გამოსწორებულა, რამაც კლუბი უკიდურეს ზომამდე მიიყვანა.
„ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 30 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.