"ჰიუსტონ როკეტსის" გენერალურმა მენეჯერმა დერილ მორიმ ჰონგ-კონგში მიმდინარე ჩინეთის მთავარობის საწინააღმდეგო აქციებს ტვიტერის პოსტით მხარი დაუჭირა. რამდენიმე წუთში კი ეს პოსტი წაშალა.
"იბრძოლეთ თავისუფლებისთვის, მხარი დაუჭირეთ ჰონგ-კონგს" - განაცხადა მორიმ.
ამით განაწყენებულმა ჩინელებმა "ჰიუსტონთან" თანამშრომლობა შეწყვიტეს.
ყოველ ზაფხულს "ჰიუსტონი" ჩინეთში ტურნეს მართავს, რაც მომავალი სეზონიდან დიდი ალბათობით აღარ იქნება. ასევე ჩინურმა სამთავრობო არხებმა "ჰიუსტონის" მატჩების ტრანსილაციაზე უარი განაცხადეს. ასევე საუბარია ჩინელების მხრიდან მთლიანად ნბა-ს წინააღმდეგ, რომ სანქციები დაწესდეს.
ნბა-სთვის ჩინეთი დიდი ეკონომიკური ბაზარია. გასული სეზონის სუპერფინალის მეექვსე მატჩში ჩინეთში 22 მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო ამერიკაში - 18 მილიონმა. რეგულარულ სეზონი კი ჩინეთში 490 მილიონმა ადამიანმა ნახა. ჩინური არხები ტელეტრანსილაციებში 5 სეზონში 1.5 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.
აღნიშნულ ინცინდენტს ჯემს ჰარდენი გამოეხმაურა, რომელმაც ბოდიში მოიხადა.
"ბოდიში ჩინეთს. ჩვენ აქ ყოველწელს ჩამოვდივართ და აქ თამაში გვსიამოვნებს. აქ საოცარი გულშემატკივარია და მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა"- განაცხადა ჰარდენმა