ფეხბურთი

0:45 | 9.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები - შეკრების მეორე დღე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. საწვრთნელი შეკრებას მეორე დღეს შვიდი ფეხბურთელი შეუერთდა და ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში ამჯერად 21 ფეხბურთელი იყო.

„ჯვაროსნებს“ ამ დროისთვის ორი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია აკლია, რომლებიც გუნდს 9 ოქტომბერს შეუერთდებიან.

დღევანდელ ვარჯიშში კი ყველაფერი ფეხბურთელი მონაწილეობდა, გიორგი ნავალოვსკის გარდა, რომელმაც ინდივიდუალურად ივარჯიშა. 9 ოქტომბერს, „ჯვაროსნები“ დილით ივარჯიშებენ, შემდეგ კი, მოზარდ გულშემატკივრებთან ერთად საქართველო - ირლანდიის მატჩისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე ირლანდიას თბილისში დაუხვდება, ხოლო სამი დღის შემდეგ გიბრალტარს სტუმრად დაუპირისპირდება.

0.114539