ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მშობლიურ ქალაქ მალმეში ქანდაკება დაუდგეს. გახსნის ცერემონიას თავად სკანდინავიელი ლეგენდა და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ენა მოსწრებულმა იბრამ კი, ჩვეული „თავმდაბლობა“ გამოიჩინა:
„როდესაც ნიუ-იორკში ჩახვალთ, ნახავთ თავისუფლების ქანდაკების, შვედეთს როდესაც ესტუმრებით, მოინახულებთ ზლატანის ქანდაკებას“ - განაცხადა შვედმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩი 1981 წელს, სწორედ მალმეში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც ადგილობრივ გუნდში დაიწყო.