ლონდონის „არსენალის“ ყოფილ ფეხბურთელს, ამჟამად კი ექსპერტ პოლ მერსონს, არ სჯერა, რომ ახლანდელი „ლივერპული“ „არსენალის“ დიდებულ შედეგს გაიმეორებს და სეზონს დაუმარცხებლად დაამთავრებს. ასეთი რამ პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ „მეთოფეებმა“ შეძლეს 2003-04 წლების სეზონში.
„ლივერპული“ დაუმარცხებლად სეზონს ვერ ჩაამთავრებს, იმიტომ, რომ ისინი ვერ აკეთებენ იმას, რასაც 16 წლის წინათ „არსენალი“ აკეთებდა.
ახლა „ლივერპული“ ინერციით იგებს. ბოლო ტურში, „ლესტერმა“ მათ ანგარიში გაუთანაბრა და შემდეგ კონაღამ მოუგო. მართალია, „წითლები“ სტუმრებს 70 წუთის განმავლობაში სჯობდნენ, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ, ისინი კვლავ უტევდნენ. არადა, ასეთ შემთხვევაში პაუზის გაკეთებაა საჭირო.
როცა ჩემპიონი ხდები, აღარავის ახსოვს, რა იყო ოქტომბერ-ნოემბერში. ყველა აპრილ-მაისის მატჩებზე ფიქრობს.
მილნერის „ლესტერთან“ დამატებულ წუთებზე გატანილი პენალტი კი შეიძლება გადამწყვეტიც გამოდგეს საჩემპიონო რბოლაში.“ - უთხრა მერსონმა Sky Sports-ს.