„სან პაულუს“ გამოცდილი ფეხბურთელი დანი ალვეში ბზიკებს გადაურჩა. „სან პაულუმ“ „ფორტალეზას“ უმასპინძლა და ერთ-ერთ ეპიზოდში კუთხურის ჩაწოდების უფლება მიიღო.
ალვეშმა სტადარტულის შესრულება ითავა, მაგრამ კუთხურის ალამთან მისულმა აღმოაჩინა ბზიკების ჯგუფი, რომლებიც ალამზე იყვნენ განთავსებულნი. სიტუაცია „ფორტალეზას“ ფეხბურთელმა ჯექსონმა განმუხტა, რომელმაც ალამი მოედანს მოაშორა.
მთავარ მსაჯს კი, მატჩის შეჩერება 5 წუთით მოუწია და პაუზის შემდეგ განაახლა დაპირისპირება, რომელიც „სან პაულუმ“ 2:1 მოიგო.