პორტუგალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში საქართვლოს ნაკრების ხელბურთელის, ერეკლე არსენაშვილის კლუბი ბრაგა, შინ, დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხდა ქვეყნის ჩემპიონ პორტუსთან 29-32.
ბრაგამ პირველი ტაიმი 17-14 მოუგო ჩემპიონთა ლიგის უცვლელ მონაწილეს, მეორის დასაწყისში ზედიზედ გაუშვა 4 გოლი და თანდათანობით ჩამორჩა, თუმცა, ბოლო წუთებამდე ბრძოლა იყო. ქართველმა ხაზის მოთამაშემ, რომელიც ბრაგაში ერთადერთი უცხოელია, 1 გოლი გაიტანა, თუმცა, თითქმის შეუცვლელად ითამაშა. არსენაშვილს 7 მატჩში 20 გოლი აქვს გატანილი (აქედან 10 - ლიდერთა სამეულის გუნდებთან) და ჯამური მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, 20.40, თავის კლუბში საუკეთესოა.
ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო კლუბი ჩემპიონობისთვი ბრძოლას გააგრძელებს. 7-7 მოგებით და 21-21 ქულით პორტუ და სპორტინგი ლიდერობენ, ბრაგა 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება) და სამივე წაგება პორტუგალიის გრანდებთან ბენფიკასთან, სპორტინგთან და პორტუსთან აქვს. მომდევნო ტურში, 12 ოქტომბერს, კლუბი სტუმრად ეთამაშება მადეირას.
ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. 7 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1).
1. პორტუ 21 (7), 2. სპორტინგი 21 (7) 3. ბენფიკა 16 (6), 4. მაია-ისმაი 15 (7), 5. ბოა ჰორა 14 (6), 6. ბელენენსეში 14 (7), 7. ბრაგა 13 (7), 8. გაია 13 (7), 9. მადეირა 13 (7), 10. ჰორტა 10 (6), 11. ბოავიშტა 9 (7), 12. ავანკა 9 (6), 13. აგუაშ სანტაში 8 (6), 14. ვიტორია 8 (6) (ორი წრის შემდეგ 6 საუკეთესო აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას)