ინგლისის ჩემპიონატის მერვე ტურში "ნიუკასლმა" შინ "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ მანჩესტერელთა თავკაცმა ოლე-გუნარ სულშერმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის იმედგაცრუებულია.
"შედეგით იმედგაცრუებული ვარ. რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს. საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირს და შესაბამისად გოლის გატანაც. გუნდის ცუდ თამაშზე პასუხისმგებელი მე ვარ. ახლა სანაკრებო შესვენებაა, რაც ძალიან კარგია, დრო გვექნება, რომ მომდევნო თამაშებისთვის უკეთ მოვემზადოთ"- განაცხადა სულშერმა.
რვა ტურის შემდეგ პრემიერლიგაში "მანჩესტერი" 9 ქულით მე-12 პოზიციაზეა.