ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბიციური განცხადებებით მუდამ გამოირჩეოდა და ხასიათი ასაკის მატების მიუხედავად არ შეუცვლია.
შვედმა თავის მეგობარს, რომელიც „ჯენოას“ გულშემატკივარია, ვიდეოდან მიმართა:
„გამარჯობა რიჩი, მზად ხარ? „ჯენოაში“ მოვდივარ სათამაშოდ და სკუდეტოს საბოლოოდ მოვიგებთ“, - უთხრა იბრამ მეგობარს.
რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, თუმცა ზლატანისგან გამორიცხული მართლაც არაფერია. „ჯენოას“ კი სკუდეტო ისტორიაში 9-ჯერ მოუგია, მაგრამ ეს ყველაფერი გასული საუკუნის დასაწყისში ხდებოდა.