ფეხბურთი

20:25 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი "დინამოსთან" ვერ ითამაშებს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში "სიტი" შინ "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება. მანჩესტერელთა ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი "დინამოსთან" ვერ ითამაშებს, არნიშნულ ინფორმაციას "სიტის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დე ბრუინმა საზარდულის ტრავმა "ევერტონთან" მატჩში მიიღო. ბელგიელი მინდორს როდის დაუბრუნდება ჯერჯერობით უცნობია.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა, სადაც ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

"სიტი" "ევერტონის" მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.123269