ფეხბურთი

21:16 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გოლი ავიაკატასტროფის შემდეგ (+VIDEO)

ბრაზილიური „გოიასის“ განაპირა მცველმა ალან რუშელმა საკუთარ გუნდს ბრაზილიის სერია A-ს მორიგ ტურში „კრუზეიროსთან“ მოაგებინა (1:0).

აღსანიშნავია, რომ ეს იყო 30 წლის ფეხბურთელისთვის პირველი ოფიციალური გოლი ავიაკატასტროფის შემდეგ. 2016 წლის 29 ნოემბერს, კოლუმბიაში ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა გარდა ხუთი ადამიანისა.

გადარჩენილებს შორის რუშელის გარდა ორი ფეხბურთელი, მეკარე ჯექსონ ფალმანი და მცველი ნეტო და ეკიპაჟის ორი წევრი იყვნენ.

კატასტროფიდან 9 თვის შემდეგ რუშელმა მოედანზე დაბრუნება „ბარსელონასთან“ ამხანაგურ მატჩში მოახერხა. ახლა კი, გოლიც გაიტანა. მიმდინარე სეზონში ალანმა ჯამში ორი თამაში ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.124639