ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე შესაძლოა „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდეს. მხარეები თანამშრომლობით რომ დაინტერესებულნი არიან, არგენტინულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„მართალია, რომ იბრაჰიმოვიჩს უნდა „ბოკა ხუნიორსში“ თამაში და ისიც მართალია, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი აქ ჩამოყვანა“, - თქვა „ბოკას“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ხორხე ანრომ.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „ბოკას“ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირეს, თუმცა ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ ეს ცნობა მაშინვე უარყო.
მიუხედავად ამისა, ახლა ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდა და მართლაც არაა გამორიცხული, რომ შვედის მრავალფეროვან კარიერას კიდევ ერთი ახალი გუნდი შეემატოს.