კალათბურთი

1:16 | 30.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ისევ 3 ქულა მიითვალა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში კვლავ მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“, რომელიც „ესტუდიანტესთან“ კარგა ხანი იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ უპირატესობა გაანიავა და 82:78 წააგო.

როგორც პირველ ტურში, ახლაც ქართველმა ლეგიონერმა ოდენ 3 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.

ბურჯანაძემ 16 წუთში 3 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ორჯერ სამქულიანი არაზუსტად ისროლა.

„გრან კანარიას“ ორი წაგება აქვს და სეზონის მესამე შეხვედრას სტუმრად „მანრესას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122456