თურქეთის პირველი ლიგის მეექვსე ტურში დიდებულად გაისარჯა გიორგი არაბიძე. „ადანასპორის“ ქართველმა ლეგიონერმა სამი(!) საგოლე პასი შეასრულა.
ადანალები „ალთაის“ დაუხვდნენ და სამჯერ უგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ქულების განაწილება მოუწიათ მეტოქესთან - 3:3.
არაბიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და ჯერ ემეკა ეზეს, შემდეგ რენან დენიზს და ბოლოს ველი კიზილქაიას გაატანინა. გიორგი ნელ-ნელა ალღოს უღებს თურქულ გარემოს, რადგან სამიოდ დღის წინ თურქეთის თასზე მოხდენილი ჯარიმაც გაიტანა.
„ადანასპორს“ რაც შეეხება, ჯერჯერობით საქმეები კარგად ვერ მისდის და პირველ ლიგაში 6 ტურში მოპოვებული 6 ქულით მე-13 ადგილზეა.