ფეხბურთი

23:26 | 27.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოგბამ "მანჩესტერის" იანვარში დატოვება გადაწყვიტა

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენას არ აპირებს და გუნდის დატოვებას უახლოეს სატრანსფერო პერიოდში, იანვარში ეცდება.

The Sun-ის ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველი მზადაა კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლა მოახდინოს. პოგბას არც ზაფხულში სურდა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენა, მაგრამ ოლე გუნარ სულშერი მას წამყვან როლს დაპირდა. „როჩდეილთან“ მომხდარმა კი (პოგბას კაპიტნის სამკლავური არ მოარგეს) პოლის გაღიზიანება გამოიწვია და მიიჩნევს, რომ ნორვეგიელმა დაპირება არ შეასრულა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „მანჩესტერი“ პოგბასთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რომელიც 2021 წელს იწურება, მაგრამ ამავდროულად მასთან შელევა 200 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა.

აქედან გამომდინარე ფეხბურთელის გაყიდვა ზამთარში მოუწევს, რადგან ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე პოგბას შეუძლია სატრანსფერო ფასი თავად დააგდოს.

მანჩესტერელთა 6 ნომერს ყველაზე აქტიურად კვლავინდებურად მადრიდის „რეალსა“ და ტურინის „იუვენტუსთან“ აკავშირებენ.

0.120452