ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძე ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სამი რეკორდი დაამყარა.
ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ატაცში ლაშამ 208, 215 და 220 კილოგრამი დასძლია. 220 კილოგრამი მსოფლიო რეკორდია, წინა რეკორდი 218 იყო, რომელიც ასევე ლაშას ეკუთვნოდა. აკვრაშიც ქართველმა ძალოსანმა ასევე სამივე ცდა წარმატებით დაასრულა, 247, 255, 264. 264 კილოგრამიც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 484 კილოგრამი დააგროვა, რაც მსოფლიოში საუკეთესო შედეგია.
ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2015 წელს გახდა, 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2017, 2018 და 2019 წლებში მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ გახდა. 2016-19 წლებში კი ზედიზედ ოთხი ევროპის ჩემპიონატიც მოიგო.