ფეხბურთი

22:50 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ ზლატანის "ბოკა ხუნიორსში" ტრანსფერი უარყო

"ლოს ანჯელეს გალაქსის" თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის "ბოკა ხუნიორსში" შესაძლოა ტრანსფერი ჭორი აღმოჩნდა. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ გაავრცელა.

"იბრაჰიმოვიჩი "ბოკა ხუნიორსისთვის" ან სხვა კლუბისთვის არ შემითავაზებია. აბსოლიტურად ყალბი ინფორმაციაა." - დაწერა საკუთარი ტვიტერის გვერდზე მინომ.

ესპანური AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატანს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება და არგენტინაში გადავა სათამაშოდ. "ბოკა ხუნიორსის" ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს ტრანსფერისთვის და შვედის გადასაბირებლად დიდი თანხა აქვს გამოყოფილი.

0.118123