ფეხბურთი

12:15 | 22.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდერსონმა კარიერა დაასრულა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდერსონმა კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ბრაზილიელი ბოლოს "ადანა დენისფორში" თამაშობდა, თუმცა კლუბში მუშაობა გადაწყვიტა და ხელფასი 200,000 ევრო ექნება. აღნიშნული ინფორმაცია კი კლუბის ხელმძღვანელმა მურატ სანჯაკმა გაავრცელა.

ანდერსონი "გრემიუ" აკადემიის აღზრდილია და "პორტუში" 2005 წელს გადავიდა. პორტუგალიაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ ბრაზილიელი "მანჩესტერ იუნაიტედში" მოხვდა, სადაც 2014 წლამდე თამაშობდა და 181 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა. ანდერსონმა ინგლისურ კლუბში თამაშის პერიოდში ჩემპიონთა ლიგა ერთხელ, ხოლო პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო.

0.132068