ფეხბურთი

22:16 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ჩემპიონატში საკლუბო რეკორდი დაამყარა

პრემიერლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "უოტფორდი" 8:0 დაამარცხა და ინგლისის ჩემპიონატში არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. აქამდე რვაბურთიანი სხვაობით "ქალაქელებს" ჩემპიონატში მატჩი მოგებული არ ჰქონდა.

თავის მხრივ კი "უოტფორდმა" არსებობის ისტორიაში მესამედ გაუშვა ერთ მატჩში რვა გოლი. პრემიერლიგის რეკორდი კი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, რომელმაც 1995 წელს "იფსვიჩი" 9:0 დაამარცხა.

0.112942