21-22 სექტემბერს, ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასს (სატელიტი) მასპინძლობს, სადაც ქართველი მოფარიკავეებიც ასპარეზობენ.
ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის პირველი ადგილი სანდრო ბაზაძემ დაიკავა.
ჯგუფურ ეტაპზე სანდრომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო ...
1/16 ფინალში ქართველმა თურქ მუჰამედ ანასიზი დიდი უპირატესობით 15:3 სძლია, მერვედფინალში კი არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 აჯობა. ნახევარფინალში სანდრომ კვლავ თურქი ენვერ ილდირიმს 15:11 მოუგო, ხოლო ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი 15:8 დაამარცხა და ოქეოს მედალს დაეუფლა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალ ქალთა შეჯიბრში ლიკა ჯიჯეიშვილი ჩაერთვება.