„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა ლევან მჭედლიძემ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველი თავდამსხმელის განცხადებით, ბედნიერია, რომ საქართველოში დაბრუნდა და „დინამოზე“ აჩევანის გაკეთება არ გასჭირვებია.
„ძალიან მოხარული ვარ. „დინამო“ ავირჩიე, რადგან დიდი გუნდია დასაქართველოში დაბრუნება დიდი სტიმულია. მივესალმები გულშემატკივარს, მოვუწოდებ მათ, რომ დაგვიდგნენ გვერდით და ერთად მივაღწევთ წარმატებას.
დაძაბული ჩემპიონატია, გუნდს შევუერთდები და ჩემს მაქსიმუმს დავდებ, ვეცდებო, რომ ყველაფერი გავაკეთო და ბიჭებთან ერთად ჩემპიონობას ვეცდებით. ბავშვობაში მამაჩემისგან ბევრი ისტორია მაქვს „დინამოზე“ მოსმენილი და როდესაც გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი საქართველოში, მაშინვე მამაჩემმა მითხრა, რომ გუნდი „დინამო“ უნდა ყოფილიყო. ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. დიდ მადლობას ვუხდი გუნდის პრეზიდენტს და ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღეს“, - აღნიშნა მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ „დინამოსთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და თბილისურ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.