ფეხბურთი

1:38 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის საგოლე და “ვიტესის” მორიგი გაბრწყინება

ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას “ვიტესი” ჩინებულ ფორმაში შევიდა. არნემელებს ჰოლანდიის ჩემპიონატში აგვისტოს მიწურულიდან არ წაუგიათ, ბოლო 2 მატჩია კი, მეტოქეთა კარში 6-6 გოლი გააქვთ.

შეგახსენებთ, რომ “დორდრეხტთან” გასულ მატჩში ყაზაიშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, “დენ ჰააგთან” კი ასევე შეუცვლელად გაისარჯა და მართალია, გოლი აღარ გაუტანია, თუმცა, დიდი სამუშაო გასწია.

ვიტესელთა მარცხენა გარემარბმა კელვინ ლეერდამმა უკვე მე-14 წუთისთვის დუბლი შეასრულა და პირველი გოლისას მას ასისტენტობა სწორედ ვაკომ გაუწია. დარჩენილ დროში მარკო ვეინოვიჩმა ჰეთ-თრიკი (2 პენალტი შეაგდო) მიითვალა, ერთხელაც კი მასპინძლებს ავტოგოლი ტიმოტი დერიკმა შეაწია.

საბოლოოდ, არნემელებმა 6:1 იმარჯვეს და ტურის სხვა მატჩების ჩატარებამდე, 11 ქულით მე-9 ადგილს უწიეს. ისიც ვთქვათ, რომ ქართველთა გუნდს ერედივიზიონში ყველაზე მეტი – 20 გოლი აქვს გატანილი, “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია კი ჯერაც ტრავმას იშუშებს და განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.

0.126255