მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთანაც ბევრი რამ აკავშირებს, საკუთარ სახლად ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს.
„მამასთან ერთად ამერიკაში შვიდი წლის ჩავედი. როცა მაიამის აეროპორტში დავეშვით, ჩემს წინ ახალი სამყარო გაიშალა. ყველაფერი ახალი, საინტერსო, ცოტა საშიშიც იყო. თავიდან გამიჭირდა,მაგრამ მალე შევეჩვიე იქაური ყოფას.
რუსეთში ბევრი ჩემი ნათესავი ცხოვრობს და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მარამ ჩემი სახლი ამერიკაა.“ - უთხრა შარაპოვამ ჟურნალ Conde Nast Traveller-ს.
უახლოესი შეჯიბრი, რომელშიც შარაპოვა ითამაშებს, ლინცის (ავსტრია) ტურნირი ნიქნება, რომელიც 7-13 ოქტომბერს გაიმართება.