ფეხბურთი

9:46 | 19.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: „ორი გოლი გაგვიუქმეს, მაგრამ მეტი არაფერი შეგვიქმნია“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, პსჟ-სთან დამარცხების შემდეგ, (0:0), მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქემ მათ ყველა სათამაშო ასპექტში აჯობა.

„პსჟ ჩვენზე უკეთესი იყი ყველა კომპონენტში. ერთთავად ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს ჩვენს კართან. მაგრამ, მე ის უფრო მაფიქრებს, რომ „რეალის“ თამაშს ხარისხი და ტემპი აკლდა.

ბევრი ინდივიდუალური ორთაბრძოლა წავაგეთ, რაც პსჟ-ის დონის გუნდთან ფატალური შედეგის მომტანია.

წაგებასთან შეგუება რთულია, როცა ვერაფერს ქმნი ასეთი მოთამაშეებით. დღეს ორი გოლი გაგვიუქმეს, თუმცა მეტი არც არაფერი შეგვიქმნია. რა გაეწყობა, კვირას მორიგი მატჩი გვაქვს და მისთვის უნდა მოვემზადოთ.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.115775