ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ და მადრიდის „რეალმა“ კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას მიღწიეს. El Chiringuito-ს ცნობით, მხარეები მორიგდნენ, რომ დამდგე ზაფხულს ფრანგი ესპანეთში გადაბარგდება.
„სამეფო კლუბი“ მბაპეს სანაცვლოდ 225 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც 50 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. გარდა ამისა, მადრიდელებს თავად ფეხბურთელთანაც მიღწეული აქვთ შეთანხმება პირადი კონტრაქტის შესახებ.
კილიანი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სეზონში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ბონუსის სახით 5 მილიონი ევროც დაემატება.
შეგახსენებთ, მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში უკვე მასწრო 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გაკეთება, მაგრამ ამჟამად ტრავმირებულია.