მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის ახალწვეული, ედენ აზარი, „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სათამაშოდ მზადაა.
„აზარი სათამაშოდ მზადაა. ის უკვე მეტს ვარჯიშობს. ყოველთვის მჯეროდა, რომ აზარს შეუძლია „რეალის“ საკვანძო ფეხბურთელი გახდეს. ისეთი, რომლებიც შეხვედრის ბედს წყვეტენ. მას დიდი მომავალი აქვს „რეალში.“
სეზონი ახალი დაწყებულია და ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ მდგომარეობაშია პსჟ. ერთი კი ფაქტია, პარიზული კლუბი ყოველწლიურად იხვეწება. ის დიდი კლუბია. თუმცა ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია.“ - ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის აზარმა, მიმდინარე სეზონში, ტრავმის გამო, „სამეფო კლუბის“ მაისურით მხოლოდ ერთ ოფიციალურ მატში მიიღო მონაწილეობა.
პსჟ - „რეალის“ შეხვედრა კი დღეს, 18 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონე.