ფეხბურთი

12:12 | 18.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" "მილანის" შედეგი "გაიმეორა"

"ლივერპული" 1994/95 წლების "მილანის" შემდეგ გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონის სტატუსით ახალი სეზონის პირველივე შეხვედრა წააგო.

"მერსისაიდელები" გასვლაზე "ნაპოლისთან" 2:0 დამარცხდნენ. 1994/95 წლებში "მილანმა" პირველი შეხვედრა "აიაქსთან" 0:2 წააგო.

"ნაპოლიდან" პირველი გოლი 82-ე წუთზე მერტენსმა გაიტანა, მეორე გოლი კი 92-ე წუთზე ლორენტეს ანგარიშზეა.

0.122025