ფეხბურთი

1:04 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"შტუტგარტმა" დაიწყო, დაამთავრა და წააგო

\"შტუტგარტი\" ბერლინში \"ჰერტას\" ესტუმრა, მატჩის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა, მაგრამ მაინც წააგო – რადგან ამ გოლებს შორის, სამჯერ გაუშვა. სტუმართაგან საუკეთესო იყო მორიც ლეიტნერი, რომელმაც ანგარიში გახსნა და ბოლოს ვაგნერს საკუთარ კარში გაატანინა.

ბერლინელთაგან კვლავ გამოირჩა სოლომონ კალუ, რომელმაც დუბლი მიითვალა და ორივეჯერ ვალენტინ შტოკერის დახმარებით გამოიჩინა თავი. შტოკერმა ჯერ პენალტი მოიპოვა და კალუმ 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი გაუკეთა კოტდივუარელს. კიდევ ერთი გოლი კი ბერლინელთა შემტევმა ბერენსმა მიითვალა.

ჰერტა-შტუტგარტი 3:2 (1;1)

ჰერტა: კრაფტი, ჰეიტინგა (ნიმაიერი 65), ლუსტენბერგერი, პეკარიკი, ბენ-ჰატირა (ჰეგელერი 77), ჰასოგაი, შულცი, სკილბრედი, შტოკერი, ბერენსი, კალუ (ვაგნერი 65)

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

შტუტგარტი: კირშბაუმი, კლაინი, რუდიგერი, გოტოკუ საკაი, შვააბი, გენტნერი, კრუეზო (ტიმო ვერნერი 29), რომეუ (ჰარნიკი 73), ლეიტნერი, კოსტიჩი, იბიშევიჩი

მწვრთნელი: არმინ ფე

გოლები: 0:1 ლეიტნერი (5), 1:1, 2:1 კალუ (22 პენ, 64), 3:1 ბერენსი (74), 3:2 ვაგნერი (83 ავტოგოლი)

გაფრთხილება: ლეიტნერი (30), ჰეიტინგა (42), იბიშევიჩი (81), პეკარიკი (82)

მსაჯი: აითექინი

ილია კახელიშვილი

0.116744