სოლომონ კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ვერ დაეხმარება. „რკინიგზელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მატჩამდე ორი დღით ადრე გამორციხა ქართველი ფეხბურთელის თამაში „ლევერკუზენთან“ დაპირისპირებაში.
„ითამაშებს თუ არა კვირკველია? არა, ჯერ მზად არაა“, - აღნიშნა სიომინმა.
მოგეხსენებათ, ქართველმა მცველმა ტრავმა ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში (მაისში) მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
მოსკოვის „ლოკომოტივი“ კი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩს 18 სექტემბერს, „ბაი არენაზე“ „ლევერკუზენთან“ გამართავს.