ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ნორვიჩ სიტის“ ფორვარდი ტეემუ პუკი დასახელდა.
ფინელმა გასულ თვეში პრემეირლიგაში 4 თამაში ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა „ნიუკასლ იუნაიტედთან“, ხოლო „ლივერპულსა“ და „ჩელსის“ თითო გოლი გაუტანა.
აქვე გეტყვით, რომ აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელეს.