კალათბურთი

15:10 | 13.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ჯონსონი "დეტროიტის" კალათბურთელია

38 წლის ამერიკელი კალათბურთელი ჯო ჯონსონი ახალი სეზონიდან "დეტროიტ პისტონსის" ღირსებას დაიცავს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კალათბურთელმა მიჩიგანელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჯონსონს "ფინიქსში", "ბოსტონში", "ატლანტაში", "ბრუკლინში", "იუტაში" და "ჰიუსტონში" უთამაშია. ჯო კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16 ქულას, 4 მოხსნას და 3.9 პასს აგროვებდა.

ჯონსონს ყველა ვარსკვალვის მატჩზე შვიდჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133292