„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარვარსკვლავი, ნეიმარი, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა გუნდში გადასვლა ვერ მოახერხა, პარიზულ კლუბს სავარაუდოდ ზამთარში დატოვებს.
Tuttosport-ის ცნობით, პსჟ-ის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, ერთობ მოწადინებული ყოფილა 27 წლის ბრაზილიელის გუნდიდან გასაშვებად. ფუნქციონერი ძალიან დაღლილა ნეიმარის გამო არსებული ზეწოლით ყველა მხრიდან.
წყაროს ცნობით, ნეიმარის შეძენის მთავარ კანდიდატებად ისევ „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ რჩებიან.