ფეხბურთი

12:47 | 10.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს მწვრთნელმა ინგლისის ნაკრებს მსოფლიოში საუკეთესო უწოდა

ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის წინ, კოსოვოს ნაკრების მწვრთნელმა, ბერნარ შალანდმა ჟურნალისტებთან ინგლისის ეროვნული გუნდის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ, კოსოვო, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებს უნდა დავუპირისპირდეთ. ჩემი ფილოსოფიით, ასეთ შეხვედრებში თამაშს აზრი არ აქვს თუ არ ოცნებობ. უნდა ვიოცნებით და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ.

ძნელია ამ მატჩის შესახებ საუბარი. თუ ვიტყვი, რომ მოსაგებად ჩამოვედით, იტყვიან, რომ თავში ამივარდა. თუ ვიტყვი, რომ ინგლისის დამარცხება შეუძლებელია, მაშინ პოსტი უნდა დავტოვო. არადა, ვინ წარმოიგენდა, რომ ასე კარგად ვითამაშებდით ამ შესარჩევ ციკლში.“ - ციტირებს შალანდის სიტყვებს Sky Sports.

კოსოვო A ჯგუფში 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეორე ადგილზეა და ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ ინგლისს.

ინგლისი - კოსოვოს მატჩი დღეს, 10 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.122169