ფეხბურთი

22:17 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იონ დალ ტომასონი: "სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა"

დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა იონ დალ ტომასონმა საქართველოს ნაკრებთან (0:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. დანიელი სპეციალისტის განცხადებით, რთულ თამაშს ელოდა და სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.

„როგორც ველოდით რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მეტოქესაც ჰქონდა 1-2 კარგი მომენტი და ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია, რადგან ქულას ორივე გუნდი იმსახურებდა.

როგორც გუშინ აღვნიშნე, საქართველოს ნაკრები სახლში ბევრად უკეთ თამაშობს, ვიდრე სტუმრად. კარგი ფეხბურთელები ჰყავს და მოსალოდნელი იყო, რომ რთული მატჩი იქნებოდა. გუნდურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ უმეტესად მაინც ვაკოზე (ყაზაიშვილი - რედ) და კაშიაზეა აგებული მათი თამაში“, - თქვა ტომასონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ოქტომბერს, თბილისში ირლანდიასთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113896