ჩოგბურთის სამყაროში ახალი ვარსკვლავი დაიბადა. 19 წლის რუმინული წარმოშობის კანადელმა, ბიანკა ანდრეესკუმ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მრისხანე სერენა უილიამსი 6:3, 7:5 დაამარცხა და კარიერაში პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი. შეხვედრა 1 საათსა და 41 წუთს გაგრძელდა.
მეორე სეტის განმავლობაში ანდრეესკუ 5:1 იგებდა, მაგრამ გამოცდილმა სერენამ მატჩბოლი შეასრულა და თამაშში დაბრუნდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც კანადელმა იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსი ზედიზედ მეორედ დამარცხდა US Open-ის გადამწყვეტ მატჩში. შარშან მას იაპინელმა ნაომი ოსაკამ მოუგო.