კალათბურთი

18:46 | 7.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-მა საბერძნეთი დაამარცხა, ლიეტუვა მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, შაბათის სათამაშო დღეს, მთავარი მატჩი საფრანგეთისა და ლიეტუვას დაპირისპირება გახლდათ. ბალტიისპირელებს შეხვედრა ცუდად არ დაუწყიათ, მაგრამ პირველი მეოთხედის ბოლოს ფრანგები მოშინაურდნენ პარკეტზე და შესვენებაზე ლამის ორმაგი უპირატესობით 26:14 გავიდნენ.

ლიეტუველები ბევრს იბრძოდნენ, მეოთხე მეოთხედში წინაც გავიდნენ, მაგრამ ფრანგებმა მაინც იძალეს და 78:75 გაიმარჯვეს. ამისდაკვალად, ისინი მეოთხედფინალში გავიდნენ, ლიეტუვა კი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

აშშ-ის ნაკრებმა ბერძნებს იოლად სძლია. ელინებმა მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მრისხანე ამერიკელებს პირველ მეოთხედში გაუწიეს, შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა.

პლეი ოფში არიან ესპანეთისა და სერბეთის ეროვნული გუნდებიც.

0.112791