სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი სლობოდან ტედიჩი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურტელი გახდა. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ინგლისელებმა ბალკანელის ტრანსფერის სანაცვლოდ 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და მიმდინარე სეზონს ტედიჩი "ჩუკარიჩკის" რიგებში იჯარის წესით გაატარებს.
სლობოდანი "ვოივოდინას" აკადემიის აზღდილია და "ჩუკარიჩკიმ" 2017 წელს დაიმატა. პირველ გუნდში ტედიჩი გასულ სეზონში დააწინაურეს და მას შემდეგ ჩატარებულ 49 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.