ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ განაცხადა, რომ ნეიმარის გარშემო შექმნილი სიტუაცია ძალიან აწუხებს, თუმცა მისი მოგვარება არ შეუძლია. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ნეიმარი ნაკრებში გამოიძახა, თუმცა უცნობია კოლუმბიასთან ამხანაგურ შეხვედრაში პსჟ-ს შემტევი მონაწილეობას მიიღებს თუ არა.
"დიახ, ნეიმარის უთამაშებლობა მაღელვებს და ვიმედოვნებ ეს პრობლემა გადაწყდება. მე ნეიმარის პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, რაც შემიძლია ისაა, რომ იმედს დავიტოვებ. ამ ეტაპზე სხვა არაფერი შემიძლია." - განაცხადა ტიტემ პრესკონფერენციაზე.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ნეიმარის ტრანსფერი სხვა კლუბში ჩაიშალა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყებს ფეხბურთელი პსჟ-ს რიგებში თამაშს. გასულ სეზონში ნეიმარმა 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.