ფეხბურთი

9:07 | 6.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანიამ 1913 წლის შემდეგ სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში, გუშინ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებაც ითამაშეს. დანიის ნაკრებმა გიბრალტარის ეროვნულ გუნდს სტუმრად 6:0 მოუგო. ეს დანიელთა სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება გახლდათ 1913 წლის შემდეგ, როცა მათ შვედები დაამარცხეს 10:0.

დანიელთა ლიდერმა, კრისტიან ერიკსენმა ორი პენალტი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა. კიდევ ერთი დუბლი კრისტიან გიტკიაერმა მიითვალა. თითოჯერაც რობერტ სკოვმა და ტომას დელეინიმ გამოიჩინეს თავი.

D ჯგუფის მეორე მატჩში ირლანდია შვეიცარიას დაუზავდა - 1:1. მთავარი ამბები ბოლო 15 წუთში მოხდა. 74-ე შვეიცარიელმა შერმა გახსნა ანგარიში. 85-ზე კი მაკგოლდრიკმა გაათანაბრა.

ჯგუფს 11 ქულით ირლანდია ლიდერობს. მეორე ადგილზე დანიაა 8 ქულით, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს. 5 ქულიანი შვეიცარია მესამე პოზიციაზე დგას, მაგრამ ლიდერთან შედარებით ორი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. მეოთხეზე 3-ქულიანი საქართველოა, ბოლოზე -უქულო გიბრალტარი.

0.11531