ფეხბურთი

15:50 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო იუბილარია

თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჩისკო მუნიოსი (Francisco Javier Muñoz Llompart) დღეს 39 წლის გახდა. დინამოელებმა საგანგებოდ მიულოცეს ესპანელ სპეციალისტს დაბადების დღე, წარმატება და ბედნიერება უსურვეს მას.

ჩისკო, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლეგიონერია, ვისაც საქართველოს ჩემპიონატში უთამაშია. ის „დინამოში“ 2011-14 წლებში ირჯებოდა. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ასევე ორჯერ იყო ეროვნულის მთავარმეგოლე. ჯამში კი 98 მატჩში 62 ბურთი გაიტანა.

„დინამოს“ შემდეგ ცოტა ხანს ტარაგონას „ხიმნასტიკში“ ითამაშა და კარიერა დაასრულა. იქვე დაიწყო სამწვრთნელო კარიერა. წლევანდელი სეზონის დასაწყისში კი „დინამოში“ მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაბრუნდა.

0.114628